რეგიონი
პროექტის "საქართველოს მოხალისე" პრეზენტაცია ზუგდიდში (ვიდეო)
დღეს, ზუგდიდის მერიის საკონფერენციო დარბაზში, მოხალისეობის განვითარების პროგრამის ფარგლებში, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

პროექტის მუნიციპალურმა კოორდინატორმა ირაკლი ჯიქიამ საჯარო სექტორის პრესსამსახურების, არასამთავრობო ორგანიზაციების, რესურსცენტრის და მედიის წარმომადგენლებს „ჰელინგ ჰენდისა“ და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ერთობლივი პროექტი „საქართველოს მოხალისე“ გააცნო.

ირაკლი ჯიქიას თქმით, პროექტის მიზანია მოხალისეობის ინსტიტუტის გაძლიერება და მოხალისეობის გზით სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება.

პროგრამაში 128 მოხალისე, 64 მუნიციპალიტეტი, 10 რეგიონული ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაცია, აშშ-ს მშვიდობის კორპუსი საქართველოში და ტრენერთა გუნდი მონაწილეობს.



Print