რეგიონი
გალის შეხვედრის შემდეგ ინციდენტი ენგურის ხიდზე (ვიდეო)
გალის შერეული შეხვედრის მონაწილეებს ენგურის ხიდზე, დრანდის ციხეში მყოფი პატიმრის, გიორგი ლუკავას მეუღლე, ლალი ბასარია დახვდა. ის შეხვედრის მონაწილეებისგან პასუხს ითხოვდა, თუ რატომ არ მოხდა მისი მეუღლის გათავისუფლება, რაც მისი ინფორმაციით დღეს უნდა მომხდარიყო.

ბასარიამ მხარეები უმოქმედობასა და არაეფექტურ მუშაობაში დაადანაშაულა. თავის მხრივ, შს სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენლებმა პატიმრის მეუღლეს სიმშვიდისკენ მოუწოდეს და განუცხადეს, რომ ისინი ლუკავას გათავისუფლების საკითხზე ინტენსიურად მუშაობენ.

იმის შესახებ, განიხილეს თუ არა სხვა საკითხები და შეეხო თუ არა საუბარი ხურჩა-ნაბაკევის საზღვარზე ა.წ. 19 მაისს მოკლული გიგა ოთხოზორიას საქმეს, მხარეებს დამატებითი განცხადებები არ გაუკეთებიათ.

Print