რეგიონი
სამეგრელოსა და ოკაცეს ბუნების ძეგლების მიმდებარე სოფლებში საპილოტე პროექტები ხორციელდება
სამეგრელოსა და ოკაცეს ბუნების ძეგლების მიმდებარე სოფლების მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ტრანსსასაზღვრო გაერთიანებული სამდივნო, მარტვილის რეგიონულ სამუშაო ჯგუფთან ერთად,ახორციელებს საპილოტე პროექტს.

პროგრამის ფარგლებში, ინჩხურის, გაჭედილის და ბალდის სოფლების მცხოვრებლებისთვის გათვალისწინებულია სამი პროექტი/კონკურსის
ჩატარება. 2016 წლის 4 აგვისტოს გაიმართა ,,შემოსავლის მომტანი იდეების"კონკურსის მეორე ეტაპი, რომელშიც სამივე სოფელი იყო ჩართული. შედეგად, გამოვლინდა 15 გამარჯვებული კონკურსანტი. პირველ ადგილზე გასულს, პროექტის განსახორციელბლად, გადაეცა გრანტი - 3000 ლარის ოდენობით, ხოლო მეორე ადგილზე გასულს - 2000 ლარი.

პროექტი იმართება რეგიონული სამუშაო ჯგუფის "მარტვილის" მიერ, მარტვილის მუნიციპალიტეტთან და დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან თანამშრომლობით. პროგრამის საქმიანობების მხარდამჭერი ორგანიზაციაა ასოციაცია ,,დეა". ის დაფინანსებულია გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) მიერ გერმანიის განვითარების ბანკის (KFW) საშუალებით.




Print