სპორტი
კლუბ „ზუგდიდის“ წილი იყიდება
ქალაქის მერია შპს საფეხბურთო კლუბი "ზუგდიდის" 51%-ის პრივატიზაციას გეგმავს. აუქციონი პირობიანია და გამარჯვებულმა მიმდინარე წლის ბოლომდე 100 ათასი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს. 2017 წლის იანვრიდან 2020 წლის ბოლომდე კი, ფეხბურთის განვითარებისთვის ყოველწლირად 300 ათასი ლარის ინვესტიცა უნდა ჩაიდოს. შესაბამისი განკარგულებას საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე დამტკიცდა. კლუბის აღნიშნული წილის საწყისი ფასი 9 180 ლარია.

Print