რეგიონი
უფასო სასადილოს ბენეფიციარების ნაწილს ტრასპორტირების ხარჯებს აუნაზღაურებენ
ზუგდიდის მიუსაფართა სასადილოს და ჰემოდიალეზის სახელმწიფო პროგრამებში ჩართული ბენეფიციარების ნაწილს ტრანსპორტირების ხარჯებს ადგილობრივი ბიუჯეტიდან აუნაზღაურებენ.

კერძოდ, სასადილოს ბენეფიციარი 130 ოჯახი თვეში 20 ლარს მიიღებს, ხოლო ჰემოდიალეზის პროგრამაში ჩართულ ბენეფიციარზე - 50 ლარი გამოიყო. შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ საკრებულოში დღეს გამართულ სხდომაზე გახდა ცნობილი. სხდომაზე ითქვა, რომ აღნიშნული ბენეფიციარები საცხოვრებელი ადგილის სიშორის მიხედვით შეირჩა.

აღნიშნულმა ბენეფიცარებმა განცხადება, საბანკო ანგარიში, პირადობის დამადასტურებელი და უმწეობის მოწმობის ასლი ზუგდიდის მერიაში უნდა წარადგინონ.

Print