რეგიონი
კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი განმუხურის სკოლას ეწვია (ვიდეო)
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე ზუგდიდის, მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურის სკოლას ეწვია. მინისტრის თქმით, კონფლიქტით დაზარალებული და საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს მცხოვრები მოსახლეობისადმი ყურადღება მეტად მნიშვნელოვანია.

საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე ღონისძიება გაიმართა. მწერალმა მიხო მოსულიშვილმა ვაჟა-ფშაველას შესახებ ლექცია წაიკითხა, ხოლო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა და მწერალმა ანა კორძაია-სამადაშვილმა კულტურული პროცესების განვითარებასა და კულტურათაშორის დიალოგის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ღონისძიების ფარგლებში მხატვრულ-დოკუმენტური ფილმის „თამარი“ -ს ჩვენება მოეწყო, რომლის შემდეგ გაიმართა დისკუსია სცენარისტთან,მწერალ გურამ მეგრელიშვილთან. ასევე,მოეწყო გამოფენები ადგილობრივი ახალგაზრდა ხელოვანების მონაწილეობით.




Print