რეგიონი
ოკუპირებულ აფხაზეთს ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრად ბესლან ბარციცი დაინიშნა. შესაბამის ბრძანებას რაულ ხაჯიმბამ მოაწერა ხელი.

მისი თქმით, საკადრო ცვლილებები იქამდე გაგრძელდება, სანამ მთავრობა ეფექტურ მუშაობას არ დაიწყებს.
ბესლან ბარციცი მიმდინარე წლის მაისიდან ხაჯიმბას ადმინისტრაციას ხელმძღვანელობდა. ახალი პრემიერის დანიშნვას აფხაზეთში რამდენიმე დღის განმავლობაში ელოდნენ.

 


 

Print