რეგიონი
8 აგვისტოს ღონისძიებები ზუგდიდში
ქალაქ ზუგდიდის მერიის ინიციატივით, რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნისადმი პატივის მისაგებად სხვადასხვა ღონისძიებებია დაგეგმილი.

კონკრეტულად, 8 აგვისტოს 12:00 საათზე დაგეგმილია გმირთა საფლავების ყვავილებით შემკობა. მოგვიანებით, 16:00 საათზე მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის დარბაზში გაიმართება სპექტაკლი "დამსჯელი 14".  სპექტაკლის დასასრულს კი მოეწყობა აგვისტოს ომის ამსახველი ფოტო მასალის გამოფენა.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის შედეგად, დაიღუპა 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 169 სამხედრო, 14 პოლიციელი და 3 ჟურნალისტი, დაიჭრა 1 747 ადამიანი. დღემდე ოკუპირებულია საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი. 

Print