რეგიონი
დე ფაქტო აფხაზეთში გზებზე კონტროლი გამკაცრდება
დე ფაქტო აფხაზეთის ახალი პრემიერ - მინისტრი შს სამინისტროს თანამშრომლებს შეხვდა. თათბირზე გზების უსაფრთხოების უზრუნველყოფის აუცილებლობაზე ისაუბრეს.

შეხვედრაზე ბესლან ბარციცმა აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში საგზაო- სატრანსპორტო შემთხვევების რიცხვმა საგრძნობლად იმატა. “გზებზე თავხედობა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება მიუღებელია. კანონის წინაშე ყველანი თანაბარნი არიან", - თქვა მან.

აფხაზური მედიის ინფორმაციით, ბესლან ბარციცმა მილიციის თანამშრომლებს დაავალა, რეგულარულად მოახსენონ თანამდებობის პირების მიერ საგზაო წესების დარღვევის ფაქტების შესახებ, ასევე, მკაცრი კონტროლის ქვეშ აიყვანონ გზებზე არსებული სიტუაცია და ყოველკვირეული ანგარიში წარუდგინონ. მისი განცხადებით, მსგავსი შეხვედრები კვირაში ერთხელ გაიმართება.

Print