რეგიონი
საზაფხულო სკოლის მესამე ეტაპი დასრულდა (ვიდეო)
"ათინათში" საზაფხულო სკოლის მესამე ეტაპი დასრულდა. პროექტი Democracy Outreach/Alumni Grants Program-ის ფარგლებში ამერიკის საელჩოს დაფინანსებით განხორციელდა. საზაფხულო სკოლის მთავარი მიზანი, ბავშვებში სამეწარმეო უნარ-ჩვევების განვითარება და მათში მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გაღვივებაა. 

10-დან 13 წლამდე ბავშვები 2 კვირის განმავლობაში ახალგაზრდა ტრენერების დავალებებს ასრულებდნენ და სხვადასხვა აქტივობებში მონაწილეობდნენ. 

საზაფხულო სკოლის ფარგლებში მოსწავლეები სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორ ლევან შონიას ესტუმრნენ და რეგიონში დაგეგმილ პროექტებს გაეცნენ.

„ათინათის“ საზაფხულო სკოლა მოსწავლეების მიღებას დღეიდან „განათლების სახლთან“ ერთად იწყებს.





Print