რეგიონი
მასობრივი წუწაობა ზუგდიდში
ახალგაზრდობის დღესთან დაკავშირებით "სკეიტ პარკში" დღეს 13:00 საათზე წყლის ფესტივალი გაიმართება. ღონისძიება სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პროგრამა "საქართველოს მოხალისის" ზუგდიდის წარმომადგენელების მიერ ხორციელდება.

ორგანიზატორების თქმით, წყლის ფესტივალის ფარგლებში მასობრივ წუწაობასთან ერთად დღის განმავლობაში დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობა.

ფესტივალის განმავლობაში პარკში იფუნქციონირებს მიმღები პუნქტი, სადაც  მონაწილეებს პირადი ნივთების დატოვება შეეძლებათ.




Print