რეგიონი
"ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის ოფისის კარი გატეხეს (ვიდეო)
„ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციაში მისულ თანამშრომლებს ოფისში კარები დაზიანებული დახვდათ. პარტიის წევრების თქმით, დილის ათ საათზე მესამე სართულის კარები გატეხილი იყო, ხოლო მეორე სართულს -ნაფეხურები ეტყობოდა.

„როგორც კი მოვედით გამოვიძახეთ სამართალდამცველები, ცოტა დაგვიანებით, მაგრამ მაინც მოვიდნენ, ახლა დაიწყეს გამოძიება და ველოდებით, თუ როგორ გადაკავალიფიცირდება საქმე. ჩვენ არაფერი არ ვიცით, შესაძლოა შესულები არიან და კომპიუტერიდან რაიმე ინფორმაცია აქვთ წაღებული “- აღნიშნა პარტიის პრესსამსახურის წარმომადგენელმა სალომე მაქაცარიამ.

„ენმ"-ს ქალთა ორგანიზაციის“ თავმჯდომარის ლელა ქებურიას განცხადებით, ბოლო ოთხ წელიწადს დაშინებისა და ძალადობის რეჟიმში ატარებენ. იგი პრემიერ- მინისტრს მიმართავს, რომ წინასაარჩევნოდ უზრუნველყოს უსაფრთხო გარემო.


Print