რეგიონი
ოჩამჩირეში პატრიოტული ბანაკი გაიხსნა
ოჩამჩირეში, საერთაშორისო ბანაკში „ნორჩი პატრიოტი“, აფხაზ ბავშვებთან ერთად სამხრეთ ოსეთიდან და ყარაჩაევო - ჩერქეზეთიდან ჩასული მოსწავლეები და მზრუნველობამოკლებული ბავშვები დაისვენებენ.

აფხაზური მედიის ინფორმაციით, პროექტს მხარდაჭერას უწევენ დე ფაქტო აფხაზეთის განათლების, თავდაცვის და საგანგებო სიტუაციების სამინისტროები.

აფხაზური მედიის ინფორმაციით, ბანაკი ოჩამჩირის სკოლა-ინტერნატის ბაზაზეა მოწყობილი. ბანაკის გახსნა 13 აგვისტოს არის დაგეგმილი,მას დე ფაქტო რესპუბლიკის ვიცე -პრეზიდენტი დაესწრება.


Print