რეგიონი
ახალგაზრდა საკრებულოების მიერ განხორციელებული პროექტების პრეზენტაცია ზუგდიდში (ვიდეო)
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სააქტო დარბაზში ახალგაზრდულმა საკრებულომ ერთი წლის ანგარიშის პრეზენტაცია წარადგინა. ნაჩვენები იყო ერთი წლის მანძილზე ქალაქისა და რაიონის ახალგაზრდული საკრებულოების მიერ განხორციელებული აქტივობები.

ღონისძიებას პროექტ "ახალგაზრდული საკრებულოების" პროექტის ხელმძღვანელი გიორგი ჭულუხაძე ესწრებოდა. მისი თქმით, სამოქალაქო საზოგადოების როლი ამ ახალგაზრდების მონაწილეობით მნიშვნელოვნად გააქტიურდა.

„პროექტი სამოცდაოთხივე მუნიციპალიტეტში წარმატებულად მიმდინარეობს, ვფიქრობ რომ ძალიან ბევრი ახალგაზრდა კარიერულ წინსვლას განიცდის. გამოცდილება, რომელიც აქ მიიღეს, სამომავლოდაც გამოადგებათ ,“- აღნიშნა მან.

ღონისძიებას სამთავრობო, არსამთავრობო და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.


Print