რეგიონი
კვლევის მიხედვით ზუგდიდის მუნიციპალიტეტს მაღალი ნდობა აქვს (ვიდეო)
ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ჩეხური არაკომერციული ორგანიზაცია „ადამიანი გაჭირვებაში“ (PIN) დაკვეთით სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის მიერ ჩატარებული სოციალური სერვისების ხელმისაწვდომლობისა და საჭიროებების კვლევის პრეზენტაცია გაიმართა.

კვლევის მიხედვით,ზუგდიდი ოთხ სამიზნე მუნიციპალიტეტებს შორის ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი და პროგრესულია. თუმცა, კვლევამ აგრეთვე უჩვენა, რომ ბევრი სერვისი ჯერ კიდევ არ არსებობს ჩვენს ქალაქში, მაგალითად: შშმ პირთა რეაბილიტაციის ცენტრი, თავშესაფარი ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის და ცალკე სერვისი მარტოხელა დედებისთვის.

„ამ კუთხით ჯერ კიდევ ბევრია სამუშაო და უნდა მოხდეს მუნიციპალიტეტის მცხოვრებლების ინფორმირება იმაზე, თუ რა სოციალურ სერვისებს სთავაზობს მას გამგეობა ან არასამთავრობო სექტორი,“- აღნიშნა საქველმოქმედო ცენტრის „თანაზიარის“ ხელმძღვანელმა ხათუნა ბეჭვაიამ.

შეხვედრის მიზანი სოციალური მომსახურების ხელმისაწვდომობა, საჭიროებების კვლევის შედეგების გაცნობა და სოციალური დაცვის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობის გაძლიერება სტრატეგიულ დიალოგში.

პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის და ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ და მისი მიზანია თანამშრომლობის გაღრმავება და გაძლიერება საჯარო და სამოქალაქო სექტორს შორის, ასევე ოთხ მუნიციპალიტეტში არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად PIN-ის სოციალური დეპარტამენტის გამოცდილების გაზიარება და სოციალური ინტეგრაციის მოდელის დანერგვა.




Print