რეგიონი
ბესლან ეშბა დე ფაქტო აფხაზეთის ვიცე-პრემიერია
აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის რაულ ხაჯინბას მიერ 12 აგვისტოს გამოცემული განკარგულებით, რესპუბლიკის ვიცე-პრემიერად დაინიშნა ბესლან ეშბა. ინფორმაციას ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ბესლან ეშბა დაიბადა 1967 წლის 23 დეკემბერს. ოფიციალურ ბიოგრაფიაში დაბადების ადგილი მითითებული არ არის.

1985 წელს დაამთავრა ქალაქ სოხუმის, ნესტორ ლაკობას სახელობის მე-10 საშუალო სკოლა, ხოლო 1992 წელს, საქართველოს სოფლის მეურნეობის ინსტიტუტი (ქ. სოხუმში) ინჟინერ-ტექნოლოგის სპეციალობით.

ბესლან ეშბა არის მსხვილი აფხაზი ბიზნესმენი.

ბესლან ეშბას ბიზნეს-კარიერა 1999 წლიდან იწყება, როდესაც იგი სახელმწიფო კომპანიად წოდებული „АБХАЗТОП“-ის გენერალური დირექტორად დაინიშნა. აღნიშნული თანამდებობა მას 2005 წლამდე ეკავა.

სხვადასხვა დროს იგი იყო ფიჭური კომპანია „აკვაფონ-GSM”-ის დირექტორთა საბჭოს წევრი. 

2013 წლის 30 აპრილს აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, ალექსანდრე ანქვაბის გადაწყვეტილებით, იგი ვიცე-პრემიერად დაინიშნა.

დღემდე დე ფაქტო აფხაზეთში პრეზიდენტის მიერ მინისტრთა კაბინეტის ფორმირება გრძელდება.

Print