რეგიონი
ოთარ დანელია აბაშასა და მარტვილში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა
"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი აბაშასა და მარტვილში ოთარ დანელია სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, სოფლების - პირველი მაისი, გაუწყინარი და გენზათის, მოსახლეობას შეხვდა. მან ასევე მარტვილის მუნიციპალიტეტის სალხინოსა და თამაკონის სოფლების მოსახლეობასთანაც  გამართა შეხვედრები.

„ჩვენს რეგიონს, აბაშასა და მარტვილს აქვს პოტენციალი იყოს წელში გამართული. ჩემი მიზანი ამ პოტენციალის მაქსიმალური რეალიზაციის ხელშეწყობაა. ეს პოტენციალი არსებობს აგრარული, ტურისტული, წარმოების ზრდის მიმართულებებით და მე, როგორ ამ კუთხის შვილი, აქაურობის გულშემატკივარი ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმს გამოვიყენებ რეგიონის აღორძინების საქმისთვის“,- განაცხადა დანელიამ.

კანდიდატმა აბაშისა და მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობასთან შეხვედრისას რეგიონის სასოფლო-სამეურნეო მიმართულებით განვითარების პოტენციალსა და აგრარული დარგის განვითარების მზარდ ტენდენციაზე ისაუბრა.

„მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ არის მთელი რიგი გამოწვევებისა აბაშასა და მარტვილში, ჩვენ თითოეულ პრობლემას გავივლით თქვენთან ერთად. ჩვენ გვექნება ინტენსიური შეხვედრები მოსახლეობასთან. ჩავალთ უკლებლივ ყველა სოფელში და შევხვდებით ადგილობრივებს, ყველა სექტორის წარმომადგენლებს“.
Print