რეგიონი
Fedde Le Grand დღეს Gemfest 2016- ს დახურავს
Fedde Le Grand ცნობილი დიჯეი, პროდიუსერი და მუსიკოსი გვიან ღამით განმუხურში დაუკრავს. ელექტრონული ფესტივალის დახურვის დღეს, ასევე უნდა გამოსულიყო კოლექტივი რუსეთიდან სახელწოდებით Swanky Tunes , თუმცა, როგორც GEM fest -ის დამფუძნებელი გიორგი სიგუა რადიო"ათინათთან" საუბარში აცხადებს, ისინი უამინდობის გამო ვერ ჩამოვიდნენ.

"მიუხედავად იმისა, რომ იყო შტორმი, ქარიშხალი, ქარბორბალა, წარღვნა და აპოკალიფსი, Fedde Le Grand განმუხურში მაინც დაუკრავს",- აცხადებს იგი.

ელექტრონული მუსიკის ფესტივალი 10 აგვისტოს დაიწყო და 14 აგვისტოს დაიხურება. მომავალ წელს, კი ორგანიზატორების განმარტებით, ერთ თვეს გასტანს.

ამავე თემაზე:

ზუგდიდში "GEM FEST"-ის სამომავლო გეგმების პრეზენტაცია გაიმართება

პირველი შთაბეჭდილებები Gem Fest2016-დან (ვიდეო)

GEM fest-ზე პოლ კალკბრენერმა დაუკრა

გიორგი სიგუა: GEM FEST - ის 10 ათასზე მეტი ბილეთი უკვე გაყიდულია (ვიდეო)

GEM Fest-ზე წელს ორმოცი ათასზე მეტი სტუმარი დარეგისტრირდა

გიორგი კვირიკაშვილი ანაკლიაში Gem Fest-ის სამზადისს დაათვალიერებს


Print