რეგიონი
სანდრა რულოვსი კენჭს ზუგდიდში იყრის
საქართველოს ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი კენჭს ზუგდიდში იყრის. პირველ შეხვედრას მოსახლეობასთან იგი, 18 აგვისტოს  17:00 საათზე, განმუხურის ცენტრალურ ბულვარში გამართავს. მოგვიანებით კი, ამომრჩეველს სოფლებში: ორსანტია და კახათი შეხვდება.

ასევე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ სანდრა რულოვსი ''ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო სიაში პირველი ნომერი იქნებოდა. მაშინ ამ საკითხის კომენტირებისას მან განაცხადა, რომ: "მინდა, ყველას გასაგებად ვთქვა და ნურავის ნუ ეწყინება, რომ მე ბუნებით უფრო რეჟისორი ვარ, ვიდრე მსახიობი, რომელიც სხვისი დაწერილი სცენარიდან როლებს ირგებს”.




Print