რეგიონი
კოდორის ხეობაში პატრიოტული ბანაკი მოეწყო
კოდორის ხეობაში 17- დან 25 აგვისტომდე სამხედრო - საველე პატრიოტული ბანაკი „ახალგაზრდა აფხაზეთი - 2016“ იმოქმედებს. დე ფაქტო აფხაზეთის სახელმწიფო კომიტეტის წარმომადგენლის ალიას ავიძბას თქმით, ბანაკის ცხოვრებაში 160 ახალგაზრდა ჩაერთვება, მათ შორის, „დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებიდან, სამხრეთ ოსეთიდან და რუსეთის ფედერაციის რეგიონებიდან“.

აფხაზური მედიის ინფორმაციით, ბანაკში 16 - დან 26 წლამდე ახალგაზრდები მიიღებიან. ის კოდორის ხეობაში, სოფელ მრამბაში მოეწყობა.

Print