რეგიონი
კვირიკაშვილი - მომდევნო 4 წლის განმავლობაში C ჰეპატიტი ფაქტობრივად აღმოიფხვრება
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მთავრობამ დღეს " საქართველოში C ჰეპატიტის 2016 -2020 წლების ეროვნული სტრატეგია" უნდა დაამტკიცოს. მისივე თქმით, მომდევნო 4 წლის განმავლობაში საქართველოში ფაქტობრივად მოხდება ამ დაავადების აღმოფხვრა.

"ათასობით ოჯახი ასევე ვიხსენით სიღატაკისგან. ჩვენ ამ 4 წლის თავზე მიზნად გვაქვს დასახული, რომ ინფიცირებულების 90% უნდა გვყავდეს გამოკვლეული, ხოლო დაავადებულთა 95% - განკურნებული. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანა. პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო უსასყიდლოდ მიიღებს 15 მილიარდი დოლარის ღირებულების მედიკამენტებს. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროგრამის განხორციელება", -განაცხადა კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე.

პრემიერმა პარტნიორებს - გლობალურ ფონდს, ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრს, სამთავრობო გუნდს - აღნიშნული პროექტის განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადა.

Print