რეგიონი
ინფრასტრუქტურული პროექტები ზუგდიდსა და ანაკლიაში
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა გიორგი კობერიძემ, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორ ლევან შონიასთან და ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ზუგდიდისა და ანაკლიის მოსახლეობას მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო.

სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, გიორგი კობერიძემ განსაკუთრებული ყურადღება ზუგდიდის წყალმომარაგების ცენტრალიზებული სისტემის და ანაკლიის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობაზე გაამახვილა, რომელთა სამუშაოებიც ამჟამად მიმდინარეობს.

ზუგდიდში წყალმომარაგების ცენტრალიზებული სისტემა დღემდე არ არსებობს. სამუშაოების დასრულების შემდეგ ადგილობრივი მოსახლეობა 24 საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი. ანაკლიაში კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობის დასრულების შემდეგ კი ცენტრალიზებული საკანალიზაციო სისტემით ანაკლიაში მცხოვრები 1100 ოჯახი ისარგებლებს.

აღნიშნული პროექტები აზიის განვითარების ბანკისა და საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება.

Print