რეგიონი
"აფხაზეთის წმინდა მიტროპოლიის" იეროდიაკვანს მოქალაქეობა ჩამოართვეს
სასულიერო პირმა, რუსეთის მოქალაქეობის მიღებისას, საქართველოს მოქალაქეობა დამალა. გეგმიური შემოწმებისას გამოვლინდა, რომ "აფხაზეთის წმინდა მიტროპოლიის" იეროდიაკვანმა დავით სარსანიამ, რუსეთის მოქალაქეობა ისე მიიღო, რომ, არსებული დოკუმენტების თანახმად, ის არა მარტო "აფხაზეთის, არამედ, საქართველოს მოქალაქეც არის". ამის შესახებ აფხაზურ მედიას სოჭის პროკურორის მოადგილემ ალექსეი მელოდიევმა განუცხადა.

მისი თქმით, იეროდიაკვანმა დავით სარსანიამ რუსეთის მოქალაქეობის მისაღებად, საბუთები 2004 წელს შეიტანა. მათში მითითებული იყო, რომ ის მხოლოდ "აფხაზეთის მოქალაქეა". არასწორი მონაცემების წარდგენისთვის, მას რუსეთის მოქალაქეობაზე უარი განეცხადა.მელოდიევის თქმით, საბუთებში სწორი მონაცემების მითითების შემთხვევაში, სასულიერო პირს უფლება აქვს ისევ შეიტანოს განაცხადი რუსეთის მოქალაქეობის მისაღებად.


Print