რეგიონი
გიზო სართანია გამგეობის თანამშრომლებს - "ხალხს ღირსეულად ემსახურეთ"
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა გიზო სართანიამ, გამგებლის რანგში, დღეს პირველი სამუშაო შეხვედრა გამგეობის თანამშრომლებთან გამართა. მან შეხვედრის მონაწილეებს სამომავლო გეგმები გააცნო, ხოლო ყოფილ გამგებელს - წარმატებები უსურვა.

"ჩვენ წამყვანი მუნიციპალიტეტი ვართ ქვეყნის მასშტაბით და ეს ყველა თანამშრომლის დამსახურებაა. ჩემთვის უპირველესი, საქმე და ჩემი მოსახლეობის ინტერესებია, მინდა გთხოვოთ, თქვენი მოვალეობა ისევე პირნათლად შეასრულოთ, როგორც აქამდე ასრულებდით და ხალხს ღირსეულად ემსახურეთ", - უთხრა თანამშრომლებს სართანიამ.

გამგებელმა ედიშერ თოლორაიამ თანამდებობა 9 აგვისტოს დატოვა. ის მმართველი პარტიის ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია.

Print