რეგიონი
აფხაზეთში ირინა დოჩიას შესახებ ინფორმაციისთვის ჯილდო დაწესდა
რაულ ხაჯიმბამ აფხაზეთში 2016 წლის 2 ივლისს გაუჩინარებული ირინა დოჩიას ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციისთვის, ფულადი ჯილდო (ერთი მილიონი რუბლი) დააწესა. ასევე, დაჯილდოვდებიან ის პირები, ვინც დანაშაულის მონაწილეთა შესახებ ფლობენ ინფორმაციას, იტყობინება დე ფაქტო აფხაზეთის პრეზიდენტის პრეს - სამსახური.

პარტია „ედინაია აფხაზიას“ პოლიტსაბჭოს მდივანი საკუთარი სახლის სადარბაზოდან გაიტაცეს. აღნიშნულ საქმეზე ქ.სოხუმის პროკურატურის მიერ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. შექმნილია საგამოძიებო - ოპერატიული ჯგუფი. გამოძიების მსვლელობა დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა საკუთარ კონტროლზე აიყვანა.

Print