რეგიონი
მერაბ ქვარაიამ თანამდებობა დატოვა
ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაიამ პოსტი დატოვა. განცხადება ამის შესახებ მან საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე გააჟღერა. ქვარაიამ ასევე უფლებამოსილება მოიხსნა საკრებულოს წევრობიდან. მან აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება პარტიაში კონსულტაციების შედეგად მიიღო.

,,დავტოვე საკრებულოს წევრობაც, ვინაიდან საარჩევნო კომისიას მიეცეს შესაძლებლობა ვადების დაცვით გამოცხადდეს შუალედური არჩევნები და ჩემი 
მაჟორიტარული ოლქის ამომრჩეველმა აირჩიოს ახალი წარმომადგენელი ქალაქ ზუგდიდის საკრებულოში.''

მან გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა საკრებულოს თითოეულ თანამშრომელს, არასამთავრობო და სამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ა.ა.ი.პ-იებს და მედიას.

მერაბ ქვარაიას მოვალეობას დროებით საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე "რესპუბლიკელი" გიორგი თოდუა შეასრულებს. 

ცნობისთვის, მერაბ ქვარაია ზუგდიდში „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიატრი დეპუტატობის კანდიდატია, ხოლო გიორგი თოდუა - "რესპუბლიკური პარტიის". 

Print