რეგიონი
"აფხაზეთ-რუსეთის საზღვარზე" ვიზების გაცემა დაიწყო
ფსოუს საკონტროლო - გამშვებ პუნქტზე უცხოელ მოქალაქეებზე, რომლებიც "რუსეთ - აფხაზეთის" საზღვრის გადაკვეთას გეგმავენ, ვიზების გაცემა დაიწყო, წერს აფხაზური მედია.

2016 წლის 1 აპრილიდან, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიაზე უვიზო რეჟიმი იმ ქვეყნების მოქალაქეთათვის დაწესდა, რომლებმაც აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარეს.

აფხაზური მედიის თანახმად, "უცხო ქვეყნის მოქალაქეები, გარდა რუსეთის ფედერაციის, ნიკარაგუას, ტუვალუს, თვითაღიარებული დნესტრისპირეთის და სამხრეთ ოსეთისა, ვიზების აღებას, უშუალოდ საზღვრის გადაკვეთისას შეძლებენ".

Print