რეგიონი
დაპირისპირება საკრებულოს სხდომაზე (ვიდეო)
ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს დარბაზში, სადაც მერაბ ქვარაიამ თავმჯდომარეობის რანგში ბოლო სხდომა გამართა, დაპირისპირება მოხდა. საკრებულოს წევრმა "ნაციონალური მოძრობიდან" ანა წითლიძემ საკრებულოს უკვე ყოფილ თავმჯდომარეს მერაბ ქვარაიას თვითმმართველობის არჩევნებზე მოსახლეობისთვის მიცემული დაპირებების შესრულების შესახებ ანგარიში მოსთხოვა. მან ასევე ქვარაიას ზუგდიდის საკრებულოს ისტორიაში ერთ-ერთი სუსტი თავმჯდომარე უწოდა და მისი მისამართით სხვადასხვა ბრალდებები გამოთქვა. თუმცა, მას ქვარაიამ სიტყვის დასრულების უფლება არ მისცა და სხდომა დახურულად გამოაცხადა.

ამის შემდეგ, ანა წითლიძემ ქვარაიასგან პასუხების მიღება სხდომის დასრულების შემდეგაც სცადა, თუმცა ის საზოგადოება "ზუგდიდელის" თავმჯდომარე მურმან ნაჭყებიამ გააჩერა და კამათი მათ შორის გაგრძელდა. ნაჭყებიამ წითლიძეს კორუმპირებული უწოდა. მოგვიანებით, კამათში წითლიძეს თანაპარტიელი ბათლომე შელია ჩაერთო. მან ნაჭყებიას საზოგადოება "ზუგდიდელის" სამარცხვინო თავმჯდომარე უწოდა და უთხრა, რომ ორგანიზაციის ინტერესები პარტიულ ინტერესებში გაცვალა.




Print