რეგიონი
სოხუმი ნარკოდილერებს ომს უცხადებს
დე ფაქტო აფხაზეთის შს ახალი მინისტრის განცხადებით, შეიქმნება სპეციალური სამმართველო, რომელიც ნარკოტიკული ნივთიერებების ბრუნვაზე მკაცრ კონტროლს დააწესებს. ასლან კობახიას თქმით, სამართალდამცველები ნარკომანიას და ნარკოდილერებს ომს გამოუცხადებენ.

"უნდა ვაღიაროთ: ნარკოდილერი არასოდეს უნდა გრძნობდეს თავს ლაღად იმ ქვეყენაში, სადაც მას სამხრეებიანი ადამიანები არ მფარველობენ...", - თქვა მან.

5 ივლისს სოხუმში შს სამინისტროსთან მომხდარი არეულობების კომენტირებისას, კობახიამ აღნიშნა, რომ საქმეს დე ფაქტო რესპუბლიკის გენერალური პროკურატურა იძიებს. ამავე ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროში სტრუქტურული ცვლილებები განხორციელდება.

ახალი ვიცე-პრემიერი, შს საქმეთა მინისტრი, რაულ ხაჯიმბამ სამინისტროს თანამშრომლებს 17 აგვისტოს წარუდგინა.
Print