რეგიონი
დავით ბაქრაძე:კორცხელი არის სიმბოლო იმ გამარჯვების რომელსაც მოვიპოვებთ
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენისას მოსახლეობას დავით ბაქრაძემაც მიმართა. მან კორცხელს სიმბოლური გამარჯვების ადგილი უწოდა და აღნიშნა, რომ ზუგდიდის რაიონის წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში სანდრა რულოვსი იქნება.

„ქალბატონი სანდრა რულოვსის ჩართვა ჩვენს კამპანიაში, კიდევ ერთი ძალიან სერიოზული განაცხადია, რომ "ნაციონალური მოძრაობა" რვა ოქტომბერს მოსაგებად გადის არჩევნებზე და აუცილებლად გაიმარჯვებს, მე დარწმუნებული ვარ, რომ ისეთი ადამიანი, როგორიც სანდრაა, არა მხოლოდ არჩევნებში გაიმარჯვებს, არამედ ყველაფერს გააკეთებს ქვეყნის წინსვლისთვის.“


Print