რეგიონი
"ზუგდიდობა" 10 სექტემბერს გაიმართება
ქალაქის მერიამ "ზუგდიდობა 2016"- ისთვის მზადება დაიწყო. კულტურის სამსახურმა სხვადასხვა მომსახურების შესყიდვაზე 53 ათასი ლარის ტენდერი უკვე გამოაცხადა.

ამ თანხიდან, საპატიო ზუგდიდელისთვის 2 100 ლარის ღირებულების 6 მედლის შეძენა იგეგმება, საზეიმო კონცერტისთვის - 33 000 ლარი დაიხარჯება, ფოიერვერკისთვის - 5 000 ლარი, ხოლო ჩარჩოებისთვის, ბანერებისა და აფიშისთვის 13 500 ლარი გამოიყოფა.

"ზუგდიდობა" წელს პირველად გაიმართება და ის ტრადიციულ სახეს მიიღებს.

Print