რეგიონი
გაგრაში ეროვნული სამოსის ფესტივალი გაიმართა
გაგრაში ეროვნული ტანსაცმლის ფესტივალი ჩატარდა. მას, დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.
გაგრის ადმინისტრაციის წარმომადგენლის თქმით, მოსახლეობის მოთხოვნით განხორციელებულ პროექტს მხარი იმიტომ დაუჭირეს, რათა ეჩვენებინათ, რომ ეროვნული სამოსი, არა მარტო სცენიური, არამედ - ყოველდღიურიცაა. მან აღნიშნა, რომ ფესტივალი პირველად ტარდება და იმედი გამოთქვა, რომ ღონისძიება ტრადიციული გახდება.

აფხაზური მედიის ინფორმაციით, ფესტივალის ფარგლებში ეროვნული სამოსის გამოფენა გაიმართა, რომელიც აფხაზეთის სახელმწიფო მუზეუმმა მოაწყო.

ფესტივალი საზეიმო კონცერტით დასრულდა.

Print