რეგიონი
სოფელ კინდღში თაფლის გადამამუშავებელი ქარხანა აშენდება
დე ფაქტო აფხაზეთის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა თემურ ეშბამ, ოჩამჩირის რაიონის სოფელ კინდღში თაფლის გადამამუშავებელი მინი- ქარხნის მშენებლობის აღდგენის შესახებ განაცხადა. მისი თქმით, მშენებლობა მას შემდეგ განახლდა, რაც ორი კვირის წინ, 4 მილიონ 300 ათასი რუბლის ოდენობის ტრანში დაირიცხა. პროექტის საერთო ღირებულება 19 მილიონი რუბლია.

"შემოდგომის ბოლოსთვის სამშენებლო სამუშაოების დასრულება იგეგმება, უკვე მიღწეულია შეთანხმება კრასნოდარის მხარის სპეციალისტებთნ, ქარხნის სერტიფიცირების თაობაზე", - განაცხადა ეშბამ. მან აღნიშნა, რომ წელს აფხაზეთში თაფლის კარგი მოსავალია.



Print