რეგიონი
დე ფაქტო აფხაზეთში 5 ახალი მინისტრი დაინიშნა
რაულ ხაჯიმბამ მინისტრების დანიშვნის შესახებ ბრძანებულებებს მოაწერა ხელი.  დე ფაქტო აფხაზეთის პრეზიდენტის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, შრომის, დასაქმების და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრად რუსლან აჯბა დაინიშნა, კულტურისა და ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მინისტრად -ელვირა არსალია, საგანგებო სიტუაციების მინისტრად - ლევ კვიცინია, თავდაცვის მინისტრად - მერაბ ქიშმარია, კურორტებისა და ტურიზმის მინისტრად - ავთანდილ ღურწკია.
Print