დე ფაქტო აფხაზეთის გენერალურმა პროკურატურამ ნახევარი წლის მუშაობა შეაჯამა
სოხუმში,გენერალური პროკურატურის კოლეგიის სხდომაზე, 2016 წლის 6 თვის
მუშაობა შეაჯამეს. აღინიშნა, რომ ამ
პერიოდში გაიხსნა დარეგისტრირებულ დანაშაულთა 41,5%, ამათგან მძიმე
დანაშულებებმა - 28,7% შეადგინა.
"2016 წლის 6 თვის განმავლობაში დარეგისტრირდა 316 დანაშაული, რაც 149
- ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. დანაშაულთა
რაოდენობის კლება დაფიქსირდა ყველა რაიონში და ქ. სოხუმში. თუმცა,
აღნიშნულ ტენდენციას ვერ განვიხილავთ, როგორ ფაქტორს, რომელიც
ქვეყანაში სიტუაციის კარდინალურ ცვლილებაზე მეტყველებს", - განაცხადა
პროკურორის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი არშბამ. მან ასევე
აღნიშნა, რომ სერიოზულ შეშფოთებას იწვევს ნარკოტიკული ნივთიერებების
გავრცელება.
აფხაზური მედიის ცნობით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სიტუაცია, ბევრი
მიმართულებით ჯერაც რთული და დაძაბული რჩება და "კანონის
დამრღვევებთან ეფექტური ბრძოლისთვის, მიღებულ იქნება აუცილებელი
ზომები".
მასალის გამოყენების პირობები