რეგიონი
სამეგრელოს ნაწილს ბუნებრივი აირის მიწოდება ორი დღით შეუწყდება
შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ ცნობით აბაშის, სენაკის, ხობისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში შემავალ სოფლებსა და ქალაქებს 30-31 აგვისტოს, ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდებათ. შეზღუდვის მიზეზი „ქუთაისი-სოხუმის“ D-500მმ მაგისტრალური გაზსადენის რეაბილიტაციაა.

”სარემონტო სამუშაოები ჩატარდება კმ.ნ.28+00-დან კმ.ნ.98-მდე მონაკვეთზე. რეაბილიტაციის ფარგლებში აღნიშნულ მონაკვეთზე შეიცვლება ორი DN-500მმ სახაზო ონკანი, ასევე აღდგება კოროზირებული მონაკვეთები და განხორციელდება მდინარე ჯუმის საჰაერო გადასასვლელის რეაბილიტაცია. ასევე მოხდება ახლად აშენებული სექციის შეჭრა,’’- აცხადებენ კომპანიაში.

შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ შექმნილი ვითარების გამო მომხმარებელს ბოდიშს უხდის.

Print