რეგიონი
თეთნულდზე 4 საბაგიროს მშენებლობის პროცესს დიმიტრი ქუმსიშვილი გაეცნო
სვანეთში, კურორტ თეთნულდზე 4 საბაგიროს მშენებლობის პროცესს პირველი ვიცე-პრემიერი გაეცნო. დიმიტრი ქუმსიშვილი თეთნულდზე სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ ხელმძღვანელთან ალექსანდრე ონოფრიშვილთან ერთად იმყოფებოდა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, საბაგიროებისა და ინფრასტრუქტურის მშენებლობას "კავკასუს როუდ პროჯექტი " და სახელმწიფო სამშენებლო კომპანია ახორციელებს.

როგორც სამინისტროს ინფორმაციაშია აღნიშნული, თეთნულდის უწყვეტი სათხილამურო ტრასა ამიერკავკასიაში ყველაზე გრძელი (9.5 კმ) და ყველაზე დიდი ვერტიკალური ვარდნის მქონე (1.7კმ) იქნება.

თეთნულდის სათხილამურო გზების საერთო სიგრძე ამ დროისთვის 7 კილომეტრს აღწევს, აქედან ყველაზე გრძელი მონაკვეთი 3,5 კილომეტრია. არსებული გეგმის მიხედვით, 2016 წლისთვის თეთნულდის სასრიალო ტრასების საერთო სიგრძე 30 კილომეტრამდე გაიზრდება.
Print