რეგიონი
ანაკლიაში ლიანა ისაკაძის „ღამის სერენადები“ ჩატარდება
დღეს 20 საათზე ანაკლიის ციხესიმაგრეში მევიოლინისა და დირიჟორის ლიანა ისაკაძის კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი აღდგენის შემდეგ წელს პირველად გაიმართება. მისი სლოგანია „ღამის სერენადები – ყველაზე ახლოს აფხაზეთთან“.

"ღამის სერენადები“ 1982 წელს, ლიანა ისაკაძის ინიციატივით, აფხაზეთში, კერძოდ, ბიჭვინთაში დაარსდა.  

ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია. ფესტივალი ანაკლიაში სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინიციატივით ტარდება.




Print