რეგიონი
ზუგდიდში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მონუმენტი გაიხსნა (ვიდეო)
ზუგდიდში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღე აღნიშნეს. ამ დღესთან დაკავშირებით ენგურქაღალდკომბინატში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მემორიალი გაიხსნა. მონუმენტთან დაკარგულთა ოჯახის წევრები, არასამთავრობო სექტორისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეიკრიბნენ.

მათ კიდევ ერთხელ გაიხსენეს ის ადამიანები, რომლებიც 1992 წლიდან დღემდე, შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაიკარგნენ.

საქართველოში 1990-იანი წლებისა და 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად დაკარგულად 2300-ზე მეტი პირი ითვლება. 30 აგვისტო მსოფლიოში 1983 წლიდან, ხოლო საქართველოში 2011 წლიდან აღინიშნება.

დღევანდელ დღესთან დაკავშირებით გამართული ღონისძიებები უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ოჯახების, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისა და ახალგაზრდა ფსიქოლოგთა ასოციაცია „ქსენონის“ მხარდაჭერით მოეწყო.

მსგავსი ღონისძიებები საქართველოს ხუთ ქალაქში გაიმართა.



Print