რეგიონი
დე ფაქტო აფხაზეთში სასწავლო წელი დაიწყო
წელს, სასწავლო პროცესი დე ფაქტო აფხაზეთის 156 სკოლაში დაიწყება. მოსწავლეთა რაოდენობის სიმცირის გამო,გასულ წელს მოქმედი 159 სკოლიდან სამი დაიხურა. სულ, დე ფაქტო რესპუბლიკის სკოლებში 26 611 მოსწავლე იღებს განათლებას და 3 700 პედაგოგი მუშაობს. პირველ კლასში ახალ სასწავლო წელს 2,7 ათასზე მეტი ბავშვი წავა.

დე ფაქტო აფხაზეთის განათლების მინისტრმა ადგურ კოკობამ სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ 50 - მდე სკოლის შენობა განახლებას საჭიროებს, რადგან მათი უმრავლესობა, თითქმის 40 წელია, არ შეკეთებულა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ ბოლო სამი წელია, პირველკლასელთა რაოდენობა უცვლელი რჩება, თუმცა, მისი თქმით, პოზიტიურ ტენდენციად შეიძლება ჩაითვალოს ის ფაქტი, რომ გაიზარდა აფხაზურ სექტორსა და სკოლებში სწავლის მსურველთა რიცხვი. კოკობამ ასევე ყურადღება გაამახვილა მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლების აუცილებლობაზე. მისი განცხადებით, მომავალში პედაგოგთა ტესტირებები ჩატარდება.



Print