რეგიონი
ძლიერმა წვიმამ სენაკის მუნიციპალიტეტი დააზარალა (ვიდეო)
სენაკის სოფლებში ძლიერი წვიმის შედეგად საცხოვრებელი სახლები დაიტბორა. რამდენიმე უბანი ცენტრალურ გზასაა მოწყვეტილი. დაზიანებულია სოფლის შიდა გზები და ხიდბოგირები.

დაზარალებული ოჯახები სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ სენაკის გამგებელთან ერთად დაათვალიერა. სახელმწიფო რწმუნებული აღდგენითი სამუშაოების მიმდინარეობას პირადად გაეცნო.

სენაკში საგანგებო შტაბია შექმნილი, რომელსაც მუნიციპალიტეტის გამგებელი ხელმძღვანელობს. შტაბში ადგილობრივი ხელისუფლების და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები არიან შესული.

სტიქიის ზონაში დამთვლელი სპეციალური კომისია მუშაობს, რომელიც მიყენებულ ზარალს ითვლის. მონაცემების დაჯამებისთანავე ინფორმაცია მთავრობაში გაიგზავნება, რის შემდეგაც დაზიანებული ინფრასტრუქტურა აღდგება.


Print