რეგიონი
არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ სუბიექტებს საარჩევნო ნომრები მიენიჭათ

2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე 26 პოლიტიკურ სუბიექტის საარჩევნო ნომრები ცნობილი გახდა.„სახალხო ხელისუფლება“

არჩევნებში მონაწილეობას 11 ნომრით მიიღებს. დავით თევზაძეს (”საქართველო მშვიდობისათვის”) -14 „ზვიადის გზა უფლის სახელით“ - 28, „საქართველოს კომუნისტური პარტია სტალინელები ივანე წიკლაური" - 12, „საქართველო“ - 17, „ევროპელი დემოკრატები“ -13, „საქართველოს კონსერვატიული მონარქისტული პარტია“ - 21, „საქართველოს ეროვნული ერთიანობის პარტია“ - 20, „საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტია“ – 16, „შალვა ნათელაშვილი საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ - 10, „მერაბ კოსტავას საზოგადოება“ - 22, „ქართული იდეა“ - 18, „კახა ძაგანია სოსო შატბერაშვილი, პაატა ჯიბლაძე, არჩილ ბენიძე, მემარცხენე ალიანსი“ - 25, „თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის“ – 7, „ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატები“ - 27, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია (ედპ)“ - 29, „მშრომელთა სოციალისტური პარტია“ - 15, „ჩვენი საქართველო ბადრი პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბი“ - 30, „გიორგი ლაღიძე მომავალი საქართველო“ - 24, „ჯონდი ბაღათურია ქართული დასი“ - 4, „პროგრესულ-დემოკრატიული მოძრაობა თქვენგან, თქვენთვის, თქვენთან ერთად“ - 2, „ეროვნული ფორუმი“ - 26, „უსუფაშვილი - რესპუბლიკელები“ - 6, „ახალი პოლიტიკური ცენტრი გირჩი“ – 9. საარჩევნო ბლოკი „თოფაძე-მრეწველები ჩვენი სამშობლო“ არჩევნებში 19, ხოლო საარჩევნო ბლოკი „ჩვენები სახალხო პარტია“ 23 ნომრით მიიღებს მონაწილეობას.


”ერთიანი ნაციონალური მოძრაობას”- 5, ”პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის” – 1, ”ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობას” – 3, ”დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიორთა ალიანსი გაერთიანებული ოპოზიციას” – 8, ხოლო ”ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს” – 41 ნომრები მიენიჭათ.




 

Print