რეგიონი
ჩხორიის მოსახლეობის ნაწილს 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება
მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამისა და ,,NEW ECONOMIC OPORTIUNITTE'' - ფინანსური დახმარებით, ზემო ჩხორიის უბანში 180 მეტრის ჭაბურღილი გაითხარა. შესრულებული სამუშაოები მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ მამუკა წოწერიამ დღეს დაათვალიერა.

"ამ უბნის მოსახლეობა წყლის დეფიციტს, წლებია, განიცდის. დღეიდან მათ წყალი უწყვეტ რეჟიმში მიეწოდება", -აცხადებენ გამგეობაში.

პროექტის საერთო ღირებულება 124 000 ლარს აღემატება.

Print