რეგიონი
სანდრა რულოვსი წინასაარჩევნო კამპანიას აგრძელებს (ვიდეო)
პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში სოფელ ჯიხაშკარის მოსახლეობას შეხვდა. მან სოფლის მაცხოვრებლებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატი და საარჩევნო პროგრამა გააცნო.

„ვესაუბრე ხალხს, ისინი ჩვენგან კონკრეტულ პროექტებს ელოდებიან, ეს იქნება პენსიების გაზრდა, სოციალური დახმარება. წამლები უნდა შევიდეს სადაზღვევო პაკეტში და ასევე, უნდა დაფასდეს ექთნისა და ექიმის პროფესია“, - აღნიშნა სანდრა რულოვსმა.

შეხვედრის მსვლელობისას დაპირისპირება მოხდა, თუმცა, სიტუაცია მალევე განიმუხტა.

ჯიხაშკარის შემდეგ დეპუტატობის კანდიდატი ზედაეწერში, ინგირსა და ახალ აბასთუმანში განაგრძობს შეხვედრებს.

Print