რეგიონი
მერაბ ქვარაია ამომრჩევლებს შეხვდა

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს.

ზუგდიდის მე-15 და მე-16 საარჩევნო უბნების მაცხოვრებლებს ქვარაიამ სამომავლო გეგმები და პრიორიტეტები გააცნო.

"ყოველი შეხვედრა, რომელსაც ჩვენ ვატარებთ ქალაქის ტერიტორიაზე, გამოირჩევა მაღალი ინტერესით, არის ძალიან პროდუქტიული, მაგრამ დღევანდელი შეხვედრა იყო განსაკუთრებით ემოციური ჩემთვის, რადგან მე შევხვდი ჩემი უბნის მოსახლეობას. მე აქ დავიბადე და გავიზარდე და მიხარია, რომ ამ ადამიანებისაგან მოდის განსაკუთრებული სითბო და მხარდაჭერა”, - განაცხადა ქვარაიამ.

 

Print