რეგიონი
საპატიო ზუგდიდელის ვინაობა "სიურპრიზად" რჩება
ქალაქის მერია საპატიო ზუგდიდელების ვინაობას სახალხო დღესასწაულამდე - "ზუგდიდობამდე" არ ასაჯაროებს. კულტურისა და განათლების სამსახურის უფროსის ზამირა ღადუას განმარტებით, საპატიო მოქალაქეები, შემოსული განცხადებების საფუძველზე, სპეციალურმა კომისიამ შეარჩია.

"იყო განცხადებების განხილვა და საბოლოო გადაწყვეტილება ამ კომისიამ მიიღო. წელს სულ 6 საპატიო ქალაქელი გვეყოლება და მათ ვინაობას საზოგადოება "ზუგდიდობაზე" გაიგებს, ეს ამბავი ერთგვარ სიურპრიზად დავტოვოთ ", - უთხრა რადიო "ათინათს" ღადუამ.

საპატიო ზუგდიდელის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია და კონცერტი დადიანების სასახლის ისტორიულ-არქიტექტორული მუზეუმის ეზოში 19:00 საათზე გაიმართება. საპატიო მოქალაქეებისთვის მოოქროვილი მედლების შესაძენად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 500 ლარი გამოიყო.

ცნობისთვის, "ზუგდიდობა 2016" წელს პირველად 10 სექტემბერს გაიმართება და ის ტრადიციულ სახეს მიიღებს. სახალხო დღესასწაულთან დაკავშირებით დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიება.

Print