რეგიონი
ანაკლიის უკანონოდ მითვისებული მიწების შესახებ ივანიშვილს პასუხი არ აქვს
„ამაზე ზუსტი პასუხი არ მაქვს“, - ასე უპასუხა ბიძინა ივანიშვილმა რადიო „ათინათის“ ჟურნალისტის თეა შონიას კითხვას ანაკლიის მიწების კანონიერი მფლობელებისთვის დაბრუნების შესახებ.

"ასეთ დაპირებებს ვიძლეოდით, ვაღიარებ,თუმცა, რატომ ვერ მოხერხდა და როგორ ვერ მოხერხდა, მე ამით დავინტერესდები ნამდვილად", - განაცხადა ივანიშვილმა.

ამასთან, დასძინა, რომ ანაკლიის პორტის პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივ მცხოვრებლებს მიწების სანაცვლოდ შესაბამისად თანხები დაურიგდებათ.

Print