რეგიონი
საზოგადოების წარმომადგენლები ივანიშვილთან შეხვედრაზე (ვიდეო)
ზუგდიდში, კომბინატის კულტურის სახლ "ოდიშში" საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ჟურნალისტების გარდა საზოგადოების სხვა წევრებიც ესწრებოდნენ. მათ შორის იყვნენ პედაგოგები, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები, საზოგადოება "ზუგდიდელის" წევრები, დადიანების მუზეუმის თანამშრომლები და სხვ.

მე-3 სკოლის პედაგოგის ქეთი ურეკაძის თქმით, მათ ივანიშვილს სკოლის სახელით, კოლეგის შვილის დახმარების თხოვნით მიმართეს.

"ბავშვის მკურნალობას ძალიან დიდი თანხა სჭირდება. შუამდგომლობა ვთხოვეთ სოლიდარობის ფონდთან, გვითხრა, გავითვალისწინებო
", - უთხრა "ათინათს" ქეთი ურეკაძემ.

საზოგადოება "ზუგდიდელის" თავმჯდომარის მურმან ნაჭყებიას თქმით, ის შეხვედრაზე მოწვეული იყო, თუმცა, კითხვის დასმის საშუალება არ მიეცა.

"ჩემთვის ბიძინა ივანიშვილი არის მეცენატი კაცი, რომელიც თავისი საკუთრებიდან ქვეყანაში აბანდებს ფულს და ამას აკეთებს ყოველგვარი პროცენტების გარეშე, მევახშე არ არის, ის არის საქართველოსთვის თავდადებული კაცი", - განაცხადა ნაჭყებიამ.

შპს "ფაიფურის" დირექტორის გივი სოსელიას თქმით, ბიძინა ივანიშვილი არის "მაგარი კაცი".

"მისი იმედი გვქონდა და გვაქვს კიდეც. სამეგრელოს გვერდით ამოდგომა კიდევ ერთხელ უნდა, რომ აქ ყველაფერი კარგად იყოს", - აღნიშნა სოსელიამ.

ცნობისთვის, ბიძინა ივანიშვილი დღეს კომბინატის კულტურის სახლში ჟურნალისტებს შეხვდა და მათ კითხვებს უპასუხა.

Print