რეგიონი
მარტვილის კანიონს მინისტრი და ჟურნალისტები ესტუმრნენ
ელექტრონული და ბეჭდური მედიის წარმომადგენლებს მარტვილში გარემოსა და ბუნებრივი დაცვის მინისტრმა გიგლა აბულაშვილმა უმასპინძლა. მათ ვიზიტორთა ცენტრი და საგამოფენო დარბაზი დაათვალიერეს.

მარტვილის სტუმრებმა ნავით გაისეირნეს, მანამდე კი ისინი დადიანების ისტორიულ კიბეზე, გადასახედებსა და საბანაო „ოფუცხოლეზე“ იმყოფებოდნენ.

მარტვილის კანიონზე 2016 წელს ვიზიტორთა ცენტრი აშენდა, მოეწყო ტურისტული ბილიკები და ნავმისადგომი. ამ ადგილებს ბოლო ორი თვის განმავლობაში 40 000 სტუმარი ეწვია.



Print