რეგიონი
ზუგდიდობა მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა მიულოცეს (ვიდეო)
„ზუგდიდობის“ სახალხო დღესასწაული მოსახლეობას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" სანდრა რულოვსმა და „ქართული ოცნებიდან“ მერაბ ქვარაიამ მიულოცეს.

გილოცავთ ყველას, მთელ ზუგდიდის რაიონს, მშვენიერი ამინდია. ვათვალიერებს მსვლელობას, ვესალმები ხალხს და ვულოცავ მათ დღესასწაულს“,-განაცხადა სანდრა რულოვსმა.

ეს არის ზუგდიდობის დღესასწაული, რომელიც ძალიან დიდი ხანი მზადდებოდა საბოლოოდ კი საფუძველი ჩაეყარა ამ ღონისძიებას. ეს ზეიმი იქნება ერთობის, შერიგების და ქველმოქმედების დღე“,- აღნიშნა მერაბ ქვარაიამ.

კანდიდატებმა სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიება დაათვალიერეს.

Print